Startseite » news_ge » Summer Refill Day: ზაფხული, ნაყინი და გარემოს დაცვა

Summer Refill Day: ზაფხული, ნაყინი და გარემოს დაცვა

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი CENN, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, 16 აგვისტოს ბათუმში, ლუკა პოლარეს ფილიალში (6 მაისის პარკთან), ატარებს ღონისძიებას Summer Refill Day. ღონისძიებას CENN პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში,  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა  და ICLEI Europe-თან თანამშრომლობით ახორციელებს.

Summer Refill Day-ის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობაში, რომლებიც ორიენტირებულია მდგრადი მოხმარების წახალისებასა და გარემოზე ზრუნვაზე. სტუმრებს The Body Shop-ის რეფილის კუთხეში შეეძლებათ შეავსონ თავიანთი საყვარელი თავის მოვლის პროდუქტები, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით და მიიღონ რეფილის ბოთლი საჩუქრად. გარდა ამისა, რეფილის პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, სტუმრები მიიღებენ ლუკა პოლარეს ნაყინის უფასო სკუპს, ხოლო ნაყინის შეძენისას გადაეცემათ 40%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი The Body Shop-ის სრულ ასორტიმენტზე ბათუმის ოფიციალურ ფილიალში.

ღონისძიება ჩატარდება 16:00 საათიდან 21:00 საათამდე და მიზნად ისახავს, როგორც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ასევე სტუმრებისთვის სასიამოვნო და გემრიელი გამოცდილების შეთავაზებას. Summer Refill Day აერთიანებს გარემოზე ზრუნვას, გემრიელ ნაყინს და თავის მოვლის პროდუქტებს ერთ სივრცეში, რაც აგვისტოში ბათუმში მყოფი სტუმრებისთვის საინტერესო და სასარგებლო დღე იქნება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X