Startseite » news_ge » ომ ენერჯი საქართველოსა და ბაზალტ ფაიბერსის წარმატებული თანამშრომლობა

ომ ენერჯი საქართველოსა და ბაზალტ ფაიბერსის წარმატებული თანამშრომლობა

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ, ომ ენერჯი საქართველომ, რუსთავში ექსპლუატაციაში ჩაუშვა კიდევ ერთი თანამედროვე მზის ელექტროსადგური. პროექტი განხორციელდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების კიდევ ერთი წევრი კომპანიის, ბაზალტ ფაიბერსის“ დაკვეთით და სრულად დამზადდა ომ ენერჯი საქართველოს მიერ.

ახალი ელექტროსადგურის სიმძლავრე შეადგენს 550 კვტ-ს. სადგურში გამოყენებულია Astronergy-ის 580 ვატიანი მზის პანელები, ხოლო სისტემის ეფექტური მუშაობისთვის დამონტაჟდა ოთხი ერთეული Huawei-ის 100 კვტ-იანი გარდამქმნელი.

ომ ენერჯი საქართველო აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში ინოვაციური და ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული გადაწყვეტილებების დანერგვას, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და მწვანე ეკონომიკის განვითარებას.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X