Startseite » news_ge » თიბისი Google DORA Awards 2025-ის გამარჯვებულია

თიბისი Google DORA Awards 2025-ის გამარჯვებულია

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა, თიბისი ბანკმა მიიღო კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და 2025 წლის Google Cloud DORA Awards-ზე გამარჯვებულად დასახელდა კატეგორიაში „ავტონომიური გუნდების მართვა“. 

ეს ჯილდო ენიჭებათ კომპანიებს, რომლებიც წარმატებით აყალიბებენ დამოუკიდებელ გუნდებს და ეფექტურად მართავენ ტექნოლოგიურ პროცესებს. თიბისის გამოყოფა Google-ის მიერ ადასტურებს, რომ კომპანიის მუშაობის სტილი და ტექნოლოგიური მოდელი შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. 

შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გუნდური მუშაობის ორგანიზება, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გამართულობა და სერვისების განვითარების ხარისხი.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X