IDS ბორჯომი საქართველომ, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალი ქარხანა გახსნა, რომლის დაგეგმასა და განხორციელებაში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრებმა – LSG Solutions-მა და Element Construction-მა – მნიშვნელოვანი როლი შეასრულლეს. ქარხანა, რომელიც აშენდა საქართველოს უძველესი და უმსხვილესი მინერალური წყლის მწარმოებლის მიერ, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და 48 000 მ² ფართობით ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდ საწარმოო ობიექტს წარმოადგენს. ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 120 მილიონ აშშ დოლარს.
LSG Solutions-მა განახორციელა პროექტის მშენებლობის მენეჯმენტი – წარმოების ხაზების სწორი განლაგება, ინჟინრული გადაწყვეტილებების ინტეგრაცია, ხარისხის და უსაფრთხოების კონტროლი.
Element Construction-მა ააშენა ახალი ქარხანა, მშენებლობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოეფექტური მასალებისა და მანქანების გამოყენებას, რათა გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება მინიმუმამდე შემცირებულიყო.
ეს პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი კომპანიების კომპეტენციასა და მნიშვნელოვან როლს საქართველოს ინდუსტრიის განვითარებაში.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

