გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი TBC ბანკი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ სინგაპურში გამართულ ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის 11-ე აღიარების ცერემონიალზე სამ სხვადასხვა კატეგორიაში დაჯილდოვდა.
ბანკმა მოიპოვა ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში:
- წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში
- სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო
- ლიდერი შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერაში
როგორც წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში, TBC დაჯილდოვდა სავაჭრო ფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების ყველაზე მაღალი რაოდენობისთვის.
სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით მიღებული სპეციალური ჯილდო აღნიშნავს ბანკის როლს აგროსექტორის დაფინანსებაში და იმ პროექტების მხარდაჭერაში, რომლებიც ქვეყნის სურსათის უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ბანკის ჩართულობას შშმ პირების ინკლუზიის მხარდაჭერაში.
„მიხარია, რომ TBC წელს პირველად დაჯილდოვდა შშმ პირების ინკლუზიის ხელშეწყობისთვის. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან პარტნიორობით,“ – აღნიშნა TBC ბანკის ESG კოორდინატორმა, ქ-ნმა მაკა ბოჭორიშვილმა,.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.