Startseite » news_ge » გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ევროკავშირის რეგულაციების შესახებ

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ევროკავშირის რეგულაციების შესახებ

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) თანამშრომლობით, 2026 წლის 4 თებერვალს გამართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის ბაზარზე წვდომისა და სოციალური მდგრადობის საკითხებს. ღონისძიების მიზანი იყო იძულებითი შრომის საკითხის განხილვა და ევროკავშირის ახალი რეგულაციების გაცნობა, რაც გავლენას მოახდენს კომპანიებზე.

შეხვედრაზე განიხილეს იძულებითი შრომის არსი, რისკები და რეგულაციების რელევანტურობა საქართველოსთვის. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და მიიღეს რეკომენდაციები, როგორ გამოიყენონ ახალი რეგულაციები კორპორაციული პასუხისმგებლობისა და კონკურენტული უპირატესობის გასაძლიერებლად.

You may also like

X
Skip to content