2025 წლის 20-24 ოქტომბერს, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელთა დელეგაცია საქმიანი ვიზიტით ეწვია თიურინგიის ფედერალურ მიწას გერმანიაში. ვიზიტი ორგანიზებული იყო თიურინგიის მიწის განვითარების სააგენტოსა (LEG Thüringen) და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) თანამშრომლობით და მოიცავდა თემას:„ჯანდაცვა, მედიცინა და სიცოცხლის მეცნიერებები“.
ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების დაკავშირება თიურინგიაში მოქმედ კომპანიებთან, გამოცდილების გაზიარება და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიება. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა „საქართველოს სამედიცინო ტექნოლოგიების ბიზნესის დღე“, რომელიც იენის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პარკში (TIP) გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, ბ-ნმა მაგ. თომას კიმესვენგერმა, რომელმაც მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და შესაძლებლობები, რომელსაც ქვეყანა გერმანულ ბიზნესს სთავაზობს ინვესტიციებისა და თანამშრომლობის მიმართულებით.
მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორსა და მონაწილეს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის.
