გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, გრანთ თორნთონი ახალ სერვისს – ფინანსები 360° – ამატებს, რომელიც მოიცავს როგორც შიდა ოპერაციული გაუმჯობესების ნაბიჯებს, ასევე გარე სტრატეგიულ მომზადებას ინვესტორებისთვის.
ფინანსები 360° აერთიანებს დიაგნოსტიკას, დაგეგმვასა და საინვესტიციო მზადყოფნის კომპონენტებს ერთიან ჩარჩოში, რაც ბიზნესისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს ქმნის.
სერვისი ხელმისაწვდომია ნებისმიერი სპეციფიკისა თუ ზომის კომპანიისთვის. თითოეული კომპონენტი მორგებულია კონკრეტული ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებსა და განვითარების ხედვას.
მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის ანალიზის მიღმა, Finance 360° ბიზნესს აწვდის პრაქტიკულ რეკომენდაციებს, ბიზნესისთვის რეალური ღირებულების შესაქმნელად
პერსონალუზებული, მოქნილი და ხარჯთეფექტური მიდგომა
- ფინანსური მაჩვენებლების დროული და ზუსტი ანალიზი
- ჯარიმების და რეპუტაციული ზიანის რისკის არიდება
- მოულოდნელი კრიზისების გავლენის შემცირება
- ფულადი სახსრების დეფიციტის თავიდან აცილება იყოს.
- ინვესტორებისა და კრედიტორებისთვის სანდო პარტნიორობა
რას მოიცავს ფინანსები 360°
ფინანსური დიაგნოსტიკა – კომპანიის ბიზნეს მოდელისა და ფინანსური მდგომარეობის სიღრმისეული დიაგნოსტიკა: მომგებიანობის, ლიკვიდობის, ვალდებულებების და ძირითადი რისკების ანალიზი. რეალურ სურათზე დაფუძნებული პრაქტიკული რეკომენდაციები.
შესაბამისობა და რისკები – ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, ფინანსურ და საგადასახადო რეგულაციებთან შესაბამისობა.
ფულადი რესურსების ოპტიმიზაცია – ლიკვიდობის მართვა და ოპერაციული მდგრადობა. აქტივებისა და ვალდებულებების ოპტიმალური ბალანსი, ზედმეტი ხარჯების შემცირება.
ფინანსური დაგეგმვა და კონტროლი – ბიზნესისთვის მორგებული ბიუჯეტირების სისტემა, პროგნოზირების მოდელები, KPI სისტემის დანერგვა.
ინვესტორებისთვის მზადყოფნა – საინვესტიციო პაკეტის შექმნა, ინვესტორთა ნდობის ზრდა, დაფინანსების მოზიდვის გამარტივება.
სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ამ ბმულს.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

