Startseite » news_ge » Meet in Georgia ITB Berlin 2026-ზე

Meet in Georgia ITB Berlin 2026-ზე

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV)  წევრმა კომპანიამ, Meet in Georgia- გასული წლის მსგავსად, წელსაც მიიღო მონაწილეობაერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან,  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში- ITB Berlin, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენად ითვლება.
1966 წელს დაარსების შემდეგ ITB Berlin მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიდერ გამოფენად ჩამოყალიბდა. ყოველწლიურად აქ წარმოდგენილი არიან ქვეყნები, რეგიონები, ტუროპერატორები, სასტუმროები და ტურიზმის სფეროს სხვა მრავალი კომპანია 180-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებიც საკუთარ შეთავაზებებს წარადგენენ და ამყარებენ პარტნიორულ ურთიერთობებს საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისათვის.

წლევანდელი გამოფენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენდა ITB Berlin-ის საზეიმო გახსნა, რომლის მასპინძელი წელს სტუმარი ქვეყანა ანგოლა იყო. ამავე დროს აღინიშნა გამოფენის 60 წლის იუბილე – მნიშვნელოვანი ეტაპი ღონისძიებისთვის, რომელიც უკვე ათწლეულებია საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის ცენტრალურ პლატფორმად ითვლება.

მით ინ ჯორჯია არის შემომყვანი ტურისტული კომპანია საქართველოში, რომელიც 2014 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ტურებს, ჯგუფებისა და ინდივიდუალური მოგზაურებისთვის. კომპანია ძირითად აქცენტს აკეთებს მომხმარებელზე, რომელსაც უყვარს ბუნება და სიახლეების აღმოჩენა. გარდა ამისა, მით ინ ჯორჯია გთავაზობთ, სპეციფიკური ინტერესის მქონე ჯგუფურ ტურებს სხვადასხვა ასოციაციებისთვის, კლუბებისთვის, ზრდასრულთა განათლების ცენტრებისა თუ გაერთიანებებისთვის. ასეთი ტურები მოიცავს გარდა ტურისტული პროგრამისა, ასევე ინდუსტრიის შესაბამის საწარმოთა ვიზიტებს თუ შეხვედრებს.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინდივიდუალურ მიდგომას და ტურის დეტალურ დაგეგმვას, მაღალი კომპეტენციის გათვალისწინებით, დაგეგმის პროცესიდან მოგზაურობის დასრულებამდე. მათი მთავარი მიზანია, უზრუნველვყონ სტუმრებისა და სერვისის მომწოდებლების კმაყოფილება და ხელი შეუწყონ, სამართლიან და გამჭვირვალე ბიზნეს პრაქტიკას საქართველოში.

You may also like

X
Skip to content