44
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა, თიბისი ლიზინგმა, 13 მაისს, ლონდონში, უმნიშვნელოვანესს შეთანხმებას მოაწერა ხელი. ბანკმა EBRD-სგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ამ ინვესტიციის მიზანია, ხელი შეუწყონ ქართული ბიზნესების, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას.
დაფინანსების 50% მიმართული იქნება მწვანე ინვესტიციებზე, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ სპეციალური სალიზინგო პროდუქტებით განახლებადი ენერგიის და მდგრადობაზე ორიენტირებული აქტივების მიმართულებით. მეტ ქართულ კომპანიას ექნება საშუალება გაეცნონ მსოფლიო ტენდენციებს გარემოსდაცვითი, მდგრადი გადაწყვეტილებების მიმართულებით და მიიღონ დაფინანსება საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.