fbpx
Startseite » news_ge » პროექტის ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ნუშის ბაღში პირველი მოსავალი აიღეს

პროექტის ,,დანერგე მომავალი” ფარგლებში გაშენებულ ნუშის ბაღში პირველი მოსავალი აიღეს

by Salome Mumladze

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ნუშის ბაღში პირველი მოსავალი აიღეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

როგორც აღნიშნულია, ებრაული კომპანიის Bar Lev Group-ის მიერ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, 6 ჯიშის ნუშის ბაღი 6 ჰექტარზე (ლემშვენიერაში) 2018 წელს გაშენდა.

ნუშის ბაღი დარგვიდან მეორე წელს მხოლოდ სასიგნალო ნაყოფს ისხამს, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებულმა ბაღმა დარგვიდან მეორე წელს უხვი ნაყოფი გამოიღო, განმარტავს სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, $100 მილიონის ღირებულების თანამედროვე ბაღები 10,000 ჰა-მდე ფართობზეა გაშენებული. Bar Lev Group-ის პროექტის ღირებულება არ არის მითითებული.

საინფორმაციო სააგენტო სარკე, 12.08.2020

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X