Startseite » news_ge » საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში გამგზავრების შემთხვევაში კარანტინს არ გაივლიან

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში გამგზავრების შემთხვევაში კარანტინს არ გაივლიან

by David Hufschmidt
Airport

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მიემგზავრებიან გერმანიაში ბიზნესის, განათლებისა და სამედიცინო მიზნებით, 15 ივნისიდან სავალდებული კარანტის აღარ გაივლიან.

ამ დრომდე გერმანია ღიაა ტურისტული მიზნებისთვის მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დავით ზალკალიანი და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ჰუბერტ ქნირში, იმედოვნებენ, რომ სრულად ფრენები ორ ქვეყანას შორის შეძლებისდაგვარად მალე აღდგება.

ამასთან დაკავშირებით საუბარი შედგა მინისტრ ზალკალიანსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ჰაიკო მაასს შორის, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ გერმანია მუშაობს რეკომენდაციებზე საერთაშორისო მოგზაურობებისთვის, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან განიხილავს საქართველოში ფრენების აღდგენის საკითხს.

 

You may also like

Leave a Comment

X