გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრებმა მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს Welcome to Georgia! – ტურიზმის ეროვნულ საიუბილეო დაჯილდოებაზე, რომელიც „პროკრედიტ ბანკის“ პარტნიორობით გაიმართა. ღონისძიებამ 35 კატეგორიაში გამოავლინა სექტორის საუკეთესო პრაქტიკები და 500-მდე პროფესიონალს უმასპინძლა.
დაჯილდოებაზე რამდენიმე გაერთიანების წევრი კომპანია წარმატებით გამოვიდა. Pullman Tbilisi Axis Towers Hotel დაჯილდოვდა როგორც – საუკეთესო MICE სივრცისა და საუკეთესო Mixology & Cocktail Bar-ის (Weather Report Sky Bar) მფლობელი. Swissôtel Tbilisi კი აღიარებულ იქნა როგორც საუკეთესო Upscale Accommodation.
გრანთ თორნთონმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დაჯილდოების პროცესში –კომპანიამ უზრუნველყო შეფასების სრული გამჭვირვალობა, დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი, ხოლო „პროკრედიტ ბანკმა“ დააწესა სპეციალური კატეგორია – ქალები ტურიზმში, რომლის გამარჯვებულსაც სპეციალური პრიზი გადაეცა. გარდა ამისა, „გრანთ თორნთონი“ და „პროკრედიტ ბანკი“ ჟიურის წევრებადაც მონაწილეობდნენ, რაც შეფასების პროცესის ობიექტურობასა და სანდოობას უზრუნველყოფდა.
Welcome to Georgia! – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2015 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში ხარისხის, ინოვაციების და წარმატების აღიარებას. საიუბილეო დაჯილდოებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მისი მნიშვნელობა, როგორც ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ინდუსტრიული პრიზისა საქართველოში.
გარდა ამისა, Pullman Tbilisi Axis Towers Hotel-ის Weather Report Sky Bar, რომელიც წელს საუკეთესო Mixology & Cocktail Bar-ის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა, 15 ოქტომბერს უმასპინძლებს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ტრადიციულ ნეთვორქინგ ღონისძიებას – Get Together-ს. ეს შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ღიაა და ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ახალი საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად ინოვაციურ და წარმატებულ გარემოში.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

