სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით, გეგმავს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანია, საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
აღნიშნული პროგრამა უნიკალურ შანსს აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს დაამყარონ კონტაქტი გერმანულ კომპანიებთან და გამართონ ბიზნეს შეხვედრები.
პროგრამა მოიცავს როგორც ტრენინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.
პროგრამის ძირითადი მიზნები:
• გერმანიის ბიზნეს მენეჯმენტის პრაქტიკისა და გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა;
• გერმანიაში უახლესი მწვანე ტექნოლოგიების, წარმოების სისტემებისა და სერვისების გაცნობა;
• გრძელვადიანი ბიზნეს პარტნიორობის ფორმირება გერმანულ კომპანიებთან;
• საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება;
• თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დადანგარების შესახებ ინფორმაციის მიღება;
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
• უმაღლესი განათლება, ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით;
• ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;
პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს:
• მონაწილეებს საშუალება ექნებათ 8 კვირის განმავლობაში ონლაინ დაესწრონ სასწავლო კურსებს და სემინარებს;
• ვირტუალური პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიიწვევენ 3 კვირით გერმანიაში, სადაც ისინი ჩაერთვებიან სემინარებში, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთან, საშუალება ექნებათ გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები და გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან;
• წარმატებული გერმანული კომპანიების გამოცდილების გაცნობა;
• პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან პირდაპირი კონტაქტი.
პროგრამის ეტაპები:
• I ფაზა – მონაწილეებს საშუალება ექნებათ 8 კვირის განმავლობაში ონლაინ დაესწრონ სასწავლო კურსებს და სემინარებს;
• II ფაზა – ვირტუალური პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში. 6 თვის განმავლობაში კონტაქტი ექნებათ გერმანულ ტრენინგ ცენტრთან;
• III ფაზა – ვირტუალური პროგრამის დასრულებიდან 6-12 თვის ვადაში მონაწილეებს მიიწვევენ 3 კვირით გერმანიაში, სადაც ისინი ჩაერთვებიან სემინარებში, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთან, საშუალება ექნებათ გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები და გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან.
შერჩევის პროცესი:
• დაინტერესებული პირი ავსებს სააპლიკაციო დოკუმენტებს და აგზავნის სააგენტოში ელექტრონული ფორმით;
• მიღებული აპლიკაციები გადაირჩევა GIZ-ის და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გუნდის მიერ;
• შერჩეულ აპლიკანტებთან შესაძლოა ჩატარდეს გაცნობითი ონლაინ შეხვედრა;
• შერჩეულ აპლიკანტებთან შესაძლოა ჩატარდეს გაცნობითი ონლაინ შეხვედრა;
• საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან და აცნობებენ პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;
პროგრამის საინფორმაციო ბროშურის და სააპლიკაციო დოკუმენტების სანახავად, ეწვიეთ ამ ბმულს.
გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო დოკუმენტები და პასპორტის ასლი გააგზავნოთ, არაუგვიანეს 2025 წლის 14 ნოემბრისა შემდეგ ელ.ფოსტაზე: applypwg@gmail.com (თემა:Partnering in Business with Germany – სახელი და გვარი).
GIZ-ის მიერ დაფარული ხარჯები გერმანიაში:
• გერმანული კომპანიების ჯგუფური ვიზიტები და სხვა აქტივობები;
• 19 ღამე სამვარსკვლავიან სასტუმროში;
• ტრანსფერი მატარებლიდან/ავტოსადგურიდან/აეროპორტამდე მთელი ჯგუფის ცენტრალიზებული ჩამოსვლის/გამგზავრების შემთხვევაში;
• მონაწილის მგზავრობის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ინდივიდუალურ საქმიან შეხვედრებთან (ავტობუსით ან მატარებლით გერმანიის ფარგლებში)
• ჯანმრთელობის დაზღვევა გერმანიაში ყოფნის დროს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს, ნომერზე: 1525.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.
