გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, საქართველოს ბანკი, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ინოვაციების, მეწარმეობისა და საზოგადოებრივ განვითარებას. ბანკი სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში მხარს უჭერს სტარტაპებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეწარმეებს.
საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალებს – მათ, ვისზეც უსასრულოდ ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა მაინც ბევრი რამ რჩება უთქმელი. კამპანიის მიზანია ქალებისა და მათი მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა ოჯახში, საზოგადოებასა და ეკონომიკაში, ასევე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი მხარდაჭერა ბიზნესში.
ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში საქართველოს ბანკმა UN Women-თან და დანიის მთავრობასთან ერთად, ორგანიზება გაუწია მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, რომელიც ბაზარ ორბელიანზე გაიმართა.
ინიციატივამ მეწარმე ქალებს მისცა შესაძლებლობა, წარმოედგინათ საკუთარი პროდუქცია, მოეზიდათ ახალი მომხმარებლები და გაეზარდათ საკუთარი ბიზნესის ხილვადობა.
