გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, პროკრედიტ ბანკი, ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, 17 მარტს, 12 საათზე პროკრედიტ ბანკში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრას გამართავს.
ღონისძიება განკუთვნილია იმ მეწარმე ქალებისთვის, რომლებიც საკუთარ ბიზნესს ფლობენ ან კომპანიის მენეჯმენტში ლიდერულ როლს ასრულებენ, კომპანიის ზომისა და განვითარების ეტაპის მიუხედავად.
ღონისძიების მთავარი სპიკერი იქნება თინათინ რუხაძე – ეისითი გლობალის (ACT Global) მმართველი პარტნიორი. მისი მასტერკლასი თემაზე „გაბედე, რომ გაიზარდო!“ შეეხება არჩევანს და იმ შინაგან გარდატეხას, რომელიც
ცვლის ჯერ ლიდერს და შემდეგ მის ბიზნესს. ეს არის მასშტაბურად ფიქრისა და მოქმედების გაბედულებაზე. გაბედულებაზე, იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ.
შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართება ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის შესაძლებლობებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მიმოხილვა და ღია დიალოგი მონაწილეებთან.
დასწრება უფასოა, თუმცა აუცილებელია რეგისტრაცია, რადგან ადგილები შეზღუდულია. რეგისტრაცია გაიარეთ ამ ბმულზე.
Women in Business (WiB) პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც პროკრედიტ ბანკის,ევროკავშირის, შვედეთის და EBRD-ის თანამშრომლობით ხორციელდება და
ქალი მეწარმეების მრავალმხრივ მხარდაჭერას გულისხმობს. პროგრამისფარგლებში პროკრედიტ ბანკმა ქალთა მიერ მართულ კომპანიებში უკვე 4მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
მისამართი: პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის 21
