Startseite » news_ge » CENN-მა კახეთში ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი დააფუძნა

CENN-მა კახეთში ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი დააფუძნა

by DWV Admin

გერმანული ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი ორგანიზაცია, CENN ევროკავშირის მხარდაჭერით კახეთში ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელს ავითარებს, რაც საუკეთესო შესაძლებლობაა მეტი რესურსეფექტიანობისა და მდგრადი ბიზნესმოდელების ხელშეწყობისთვის.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში, CENN-მა საერთაშორისო პარტნიორ ICLEI Europe-თან ერთად, კახეთის რეგიონში ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი შექმნა. მისი მიზანია ადგილობრივი კომპანიების თანამშრომლობის გზით ნარჩენების შემცირება, რესურსების გაზიარება და საწარმოო პროცესების ოპტიმიზაცია.

ქსელი აერთიანებს სასტუმრო-რესტორნების სექტორის, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, წარმოებისა და გადამამუშავებელი ინდუსტრიის წარმომადგენლებს. პირველ შეხვედრაზე, რომელიც 17 ივნისს თელავში გაიმართა, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო გამოცდილების შესახებ, მოისმინეს წარმატებული მაგალითები საქართველოდან და ისაუბრეს ინდუსტრიული სიმბიოზის ნორვეგიულ მოდელზე. შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

CENN ამით ახალ ბიძგს აძლევს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას კახეთის რეგიონში.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X
Skip to content