Startseite » news_ge » „დიო”- 30 წელი ბაზარზე – ხარისხი, ინოვაცია და ზრდა

„დიო”- 30 წელი ბაზარზე – ხარისხი, ინოვაცია და ზრდა

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ დიომ 30 წლის იუბილე კორპორატიული საღამოთი აღნიშნა, რომელიც კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპია. ღონისძიებაზე, რომელზეც თანამშრომლები და პარტნიორები იყვნენ მიწვეული, სპეციალური დაჯილდოებები და გათამაშებები გაიმართა,
„დიო“ უკვე 30 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. იგი ამ პერიოდში ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია სამშენებლო ინდუსტრიაში. მისი მიზანია ევროპული სტანდარტებისა და ინოვაციური მიდგომების გავრცელება, რაც ხელს უწყობს ბაზრის განვითარებასა და სტანდარტების გაუმჯობესებას.

კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ხარისხის, განვითარების და პროფესიონალიზმის გაუმჯობესებაზე, რაც მას საშუალებას აძლევს, იყოს ლიდერი თავის სფეროში. „დიო“-ს 30 წლის იუბილე კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი წარმატების ისტორიას და ხაზს უსვამს იმ ადამიანების როლს, რომლებიც ამ წარმატებას ქმნიან.

ვულოცავთ დიოს ამ მნიშვნელოვან იუბილეს და მომავალში ბევრ წარმატებულ პროექტს ვუსურვებთ.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X
Skip to content