Startseite » news_ge » თიბისი ბანკი ახალგაზრდების AI განათლებას ახალი ინიციატივებით უწყობს ხელს

თიბისი ბანკი ახალგაზრდების AI განათლებას ახალი ინიციატივებით უწყობს ხელს

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი თიბისი ბანკი მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდების განათლებაზე. თიბისის მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, AI ლიგის პირველი ტური ჩატარდა, რომელიც მოსწავლეებს AI ოლიმპიადებისთვის ამზადებს.

ლიგა კურსის პრაქტიკულ კომპონენტს წარმოადგენს და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ ოლიმპიადის ფორმატში გამოცადონ საკუთარი ცოდნა. AI ლიგის პირველ ტურში მონაწილეობა 50-ამდე მოსწავლემ მიიღო და ღონისძიებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

AI-ს საოლიმპიადო კურსი უკვე მეორედ ტარდება და 2026 წლის ეროვნული და საერთაშორისო AI ოლიმპიადებისთვის ემზადება. თიბისისთვის AI განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა და მიზნად ისახავს ახალი თაობის პროფესიონალების ჩამოყალიბებასა და საქართველოს გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში პოზიციონირებას.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X
Skip to content