Startseite » news_ge » თიბისი ლიზინგის ინვესტიცია

თიბისი ლიზინგის ინვესტიცია

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა თიბისი ლიზინგმა საინვესტიციო კომპანია Incofin-ისგან 17 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება მოიზიდა, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე ქალი მეწარმეების ხელშეწყობას მოხმარდება. მიღებული რესურსი ორ ნაწილად გადანაწილდა: 10 მილიონი დოლარი Invest in Visions-ისგან (IIV) ფინანსური ინკლუზიისა და მიკროსაფინანსო სექტორის გაძლიერებისთვის, ხოლო 7 მილიონი დოლარი Global Gender Smart Fund-ისგან (GGSF) – ქალების მიერ ხელმძღვანელობადი ბიზნესების მხარდასაჭერად.

თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორის, ნუგზარ ლოლაძის განცხადებით, ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს როგორც კომპანიის, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების მიზანს – ხელი შეუწყონ ფინანსური სექტორის ინკლუზიურობას და შექმნან მოქნილი, მომხმარებელზე მორგებული ფინანსური პროდუქტები. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, რაც მათ ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარება.

საფინანსო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ტრანზაქცია ნათლად აჩვენებს მხარეების მზადყოფნას, გააუმჯობესონ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და გააძლიერონ ინკლუზიურობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, რომლებიც ბიზნესს ხელმძღვანელობენ.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X
Skip to content