2026 წლის 5 თებერვალს, ინვესტორთა საბჭოში (IC) გაიმართა შეხვედრა თემაზე: საქართველოს შრომითი მიგრაციის საკანონმდებლო ჩარჩო. შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული ექსპერტები და ინვესტორთა საბჭოს წევრი ორგანიზაციები, მათ შორის გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი მაგ. თომას კიმესვენგერი.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მთავარი გამოწვევები, მისი პრაქტიკული გავლენა ბიზნესზე, მოთხოვნილი პროცედურები და დოკუმენტაცია, ასევე წესების გამოყენება საზღვარგარეთულ დისტანციურ საქმიანობებზე.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შრომითი მიგრაციის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში, რათა უზრუნველყოს ბიზნესის ინტერესების დაცვა და ხელი შეუწყოს ინოვაციური და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
