2024 წლის განმავლობაში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მომზადდება მწვანე ზრდის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” (წარდგენილი იყო პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად).
ასევე, 2024 წელს განხორციელდება მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით საქართველოში არსებული პოტენციალის შესწავლას, იუწყება მთავრობა.
ამასთან, გაგრძელდება ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერა ახალი, ევროპის მწვანე შეთანხმებიდან (European Green Deal) გამომდინარე შექმნილი პროგრამით, აღნიშნავს მთავრობა.
წყარო: საინფორმაციო სააგენტო “სარკე”