Startseite » news_ge » პროკრედიტ ბანკმა თელავში ახალი ფილიალი გახსნა

პროკრედიტ ბანკმა თელავში ახალი ფილიალი გახსნა

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრმა პროკრედიტ ბანკმა თელავში ახალი ფილიალი გახსნა, რაც კახეთის რეგიონში ბანკის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, ახალ ფილიალში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის საოპერაციო და საკრედიტო მომსახურება. თელავში გახსნილი ფილიალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად და უსაფრთხოდ მართონ თავიანთი ფინანსები, ასევე ისარგებლონ პროფესიონალი ბიზნეს მრჩევლების კონსულტაციებით.

კახეთის რეგიონი, როგორც ტურიზმის, უძრავი ქონებისა და ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებით მზარდი და განვითარების პოტენციალის მქონე რეგიონი, პროკრედიტ ბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პარტნიორობით და დაფინანსების პროგრამებზე ხელმისაწვდომობით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში და სხვადასხვა შესაძლებლობებს შესთავაზებს ადგილობრივ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს, მათ შორის ბიზნესის დაფინანსებას, მწვანე დაფინანსებასა და ქალი მეწარმეების გაძლიერებას.

პროკრედიტ ბანკი უკვე 25 წელზე მეტია საქართველოში ევროპულ გამოცდილებას აზიარებს და მომხმარებელს მათზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს. პროკრედიტ ბანკს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Fitch Ratings”-ისგან BB+ რეიტინგი, რაც ბანკის აქტივების მაღალ ხარისხსა და ძლიერ კორპორაციულ მართვაზე მიუთითებს.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X