ა. წ. 19-25 ივნისს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს ინიცირებით, გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV), Commit Project Partners GmbH-თან ერთად, უმასპინძლა ბიზნეს დელეგაციას გერმანიიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა სახელმწიფო მდივანი, ბ-ნი სვენ გიგოლდი.
დელეგაციის ფარგლებში გაიმართა მთელი რიგი ღონისძიებები და შეხვედრები, როგორც ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან. დელეგატებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიები და პროექტები.
დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან, საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და მუნიციპალური განვითარების ფონდთან.
დელეგაციის პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა შეხვედრები ქართულ კომპანიებთან B2B ფორმატში. აღნიშნული შეხვედრების დროს გერმანულ და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ, უშუალოდ ესაუბრათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.