fbpx
Startseite » news_ge » მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ფაზას აცხადებს

მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ფაზას აცხადებს

by Salome Mumladze

საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის დაძლევის მესამე ფაზა.

  • პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პანდემიის პერიოდში ამოქმედებული ანტიკრიზისული გეგმა შეაჯამა და გეგმის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. გახარიას თქმით, ყველა ხედავს, რომ ეკონომიკური კრიზისი გაგრძელდება. მომავალი ორი წელი რთული იქნება მსოფლიოს ეკონომიკისთვის ისევე, როგორც საქართველოსთვის, რომელიც ერთის მხრივ რეგიონის, ხოლო მეორეს მხრივ მსოფლიოს ეკონომიკის ნაწილია. მთავრობამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეების მდგომარეობის შესამსუბუქებლად. დღევანდელ სხდომაზე მან საზოგადოებას შემდეგი სიახლეების შესახებ ამცნო:
  • კომუნალური გადასახადები ნოემბერ-თებერვალშიც იმავე პრინციპით იქნება დაფინანსებული, ანუ 200 კილოვატი დენის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება დაკომპენსირდება სახელმწიფოს მხრიდან.
  • მთავრობა 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება.
  • ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რომლის სოციალური ქულაც 150-მდეა, სახელმწიფოს მხრიდან 2020 წლის ერთი სემესტრის ანაზღაურებას მიიღებს.
  • 80 000 თვითდასაქმებული, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, დახმარებას მიიღებს.

მესამე ფაზისთვის სულ გათვალისწინებულია 410 მილიონი ლარი. თანხის ნაწილი (130 მილიონი ლარი) StopCov-ფონდიდან დაიხარჯება.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X