გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ ნექსია საქართველომ 11 დეკემბერს წლიური საგადასახადო კონფერენცია გამართა, რომელსაც ბიზნეს-სექტორის დაახლოებით 250 წარმომადგენელი დაესწრო.
კონფერენცია წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ მიიღეს ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და მოსალოდნელი რეგულაციური სიახლეების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკაში გამოყენებისას არსებულ რისკებსა და გამოწვევებს, რომლებსაც კომპანიები ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან.
შინაარსობრივი ნაწილის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესთავაზეს საჩუქრების გათამაშება, რამაც ღონისძიებას დამატებითი დინამიკა და მონაწილეთა ინტერესის ზრდა შესძინა.
ამგვარი პროფესიული ღონისძიებები ხელს უწყობს ბიზნესის ინფორმირებულობის ამაღლებას და კომპანიების უკეთ მომზადებას მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებებისადმი.
