გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, პროკრედით ბანკი, განსაკუთრებით გამოირჩევა მდგრადი მიდგომებით გარემოს დაცვისა და ეთიკურ ბიზნეს-პრაქტიკების მიმართულებით. ბანკი აქტიურად უწყობს ხელს “მწვანე” პროექტებს და ენერგოეფექტური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.
ბანკმა ელექტრო ენერგიის მოხმარება სრულად ჩაანაცვლა განახლებადი ენერგიით და წარმოშობის სერტიფიკატის მფლობელი პირველი ბანკი გახდა საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგია, რომელსაც ბანკი იყენებს, სრულად განახლებადი ენერგიის წყაროებიდან არის მიღებული.
2020 წლიდან, საკუთარი მზის ელექტროსადგურით, პროკრედიტმა ელექტროენერგიის ნაწილი მზის ენერგიით ჩაანაცვლა, ახალი ინიციატივით, კი სრულად განახლებადი ენერგიის მომხმარებელი გახდა.
გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება და მწვანე ალტერნატივების წახალისება ბანკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.