სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად, საქართველოს მიერ საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 1 სექტემბრამდე გაგრძელდა.
შეზღუდვა არ ვრცელდება პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზის და რიგის აეროპორტებს შორის.
მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება და რეისებს შეასრულებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa.
პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება და რეისებს შეასრულებს ფრანგული ავიაკომპანია Air France.
თბილისსა და რიგას შორის ავიარეისების განახლებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.