Startseite » news_ge » როგორ ქმნის ელემენტ ქონსთრაქშენი ლოგისტიკის მომავალს

როგორ ქმნის ელემენტ ქონსთრაქშენი ლოგისტიკის მომავალს

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ ელემენტ ქონსთრაქშენმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფრასტრუქტურული პროექტის – „თბილისის მშრალი პორტი“ – განხორციელებაში. კომპანია ჩართული იყო მშენებარე ობიექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილის განხორციელებაში და კვლავ დაადასტურა თავისი გამოცდილება და შესაძლებლობები ინოვაციური ბეტონის კონსტრუქციების სფეროში. ელემენტ ქონსთრაქშენი პასუხისმგებელი იყო არა მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე, არამედ იყო, პროექტის აღნიშნული ნაწილის პროექტირების ავტორიც.

„თბილისის მშრალი პორტის“ კონცეფცია მოიცავს მშრალი პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას საკონტეინერო, სარკინიგზო, საავტომობილო და სასაწყობო მიმართულებებით. გეგმის მიხედვით, პორტი მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გადაიქცევა რეგიონის ლოგისტიკურ ცენტრად.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X
Skip to content