403
მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სასტუმრო ბიზნესში ჩართულ, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების პროგრამა 6-დან 12-თვემდე გაუგრძელდებათ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ანტიკრიზისული ნაბიჯები საკმარისი არ აღმოჩნდა და პირველ ეტაპზე სესხის თანადაფინანსების პროგრამა 3-დან 6 თვემდე გაგრძელდა, მეორე ეტპაზე კი ეს ვადა 12 თვემდე გაიზარდა.
პროგრამაში ჩართვას კომპანიები 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე შეძლებენ.
