Startseite » news_ge » საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

by Salome Mumladze
Bank_of_Georgia_Logo

საქართველოს ბანკის ფინანსური რესურსითა და შპს Food Alliance-ის თანამშრომლობით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა. პროექტის მთლიანი ღირებულება 10 მილიონი ლარია, საიდანაც ბანკის თანამონაწილეობა 6.7 მილიონ შეადგენს.

10,197 კვ.მ მიწის ფართობზე განლაგებული საწარმოს მშენებლობა 2019 წლის მეორე ნახევარში დაიწყო და ერთ წელიწადში დასრულდა.

Food Alliance პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად ორი მიმართულებით გეგმავს: სასტუმროები და საცალო მარკეტები.

You may also like

Leave a Comment

X