საგრანტო პროგრამის „25,000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები კახეთში გამოვლინდნენ, იუწყება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. სულ 8 გამარჯვებული პროექტია.
მათ შორისაა: სმარტფერმერი („ჭკვიანი ფერმერი“, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობაში); აგრიოლი (ინოვაციური აგროპლატფორმის შექმნა); ჩადი/Chadi (ქვევრში ღვინის დაყენების ავტომატიზაცია); რობოტ-ა (რეგიონში პროგრამირების და რობოტიკის შესწავლა); პრომეთე (მცირე და საშუალო ბიზნესებისა და გამოცდილი პროფესიონალების დაკავშირება); ჰელპერი (ავტომობილების გაუმართაობის აღმოფხვრის ციფრული პლატფორმა); ეკო სივრცე კახეთში (სოფელ საბუეში (ყვარელის მუნიციპალიტეტი) ეკოტურიზმის ინოვაციური სერვისების დანერგვა); Pelper (აპლიკაცია, რომელიც ასკანირებს შინაური ცხოველის სხეულს და მიუთითებს შესაძლო პრობლემაზე და პატრონს ვეტერინართან ლაივ კონსულტაციას სთავაზობს).