411
„გინატრიათ საჰაერო ბურთით ფრენა? გვეწვიეთ და ისიამოვნეთ ამ დაუვიწყარი გამოცდილებით. საჰაერო ბურთიდან სრული ბრწყინვალებით იშლება ალაზნის ველის პანორამა და კავკასიონის მწვერვალები.”
რადისონ ქოლექშენი სტუმრებს ექსკლუზიურად სთავაზობს საჰაერო ბურთით ფრენას. ფრენა 40 წუთი გრძელდება, საჰაერო ბურთი 200 მეტრის სიმაღლეზე ადის და ფრენა ოთხივე სეზონზეა შესაძლებელი.
გარდა ამისა, სასტუმროში ახალი, დახურული საცურაო აუზი გაიხსნა. მისი გამჭვირვალე, მოძრავი სახურავი და კედლები, საშუალებას მოგცემთ დატკბეთ ალაზნის ველის და კავკასიონის ულამაზესი ხედებით ოთხივე სეზონზე.