Startseite » news_ge » „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ელექტროენერგიის წარმოების თანადაფინანსება მოხდება

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ელექტროენერგიის წარმოების თანადაფინანსება მოხდება

by Salome Mumladze

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ეკონომიკური საქმიანობის – ელექტროენერგიის წარმოების თანადაფინანსება მოხდება.

ამ მიზნით სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდროენერგიას და მისი დადგმული სიმძლავრე 0.5 მგვტ-ს არ აღემატებოდეს, იუწყება სააგენტო აწარმოე საქართველოში.

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროცენტის სუბსიდირება სესხის სრული ვადის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის ოდენობით, აღნიშნავს სააგენტო.

რაც შეეხება სხვა საქმიანობებს, ფინანსდება ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.

You may also like

X
Skip to content