Startseite » news_ge » DFC-ის თანადაფინანსებით, აჭარა ჯგუფი აბასთუმანში სანატორიუმის რეაბილიტაციას განახორციელებს

DFC-ის თანადაფინანსებით, აჭარა ჯგუფი აბასთუმანში სანატორიუმის რეაბილიტაციას განახორციელებს

by Salome Mumladze

აჭარა ჯგუფმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ფინანსურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, იუწყება აჭარა ჯგუფი.

შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულია აბასთუმანში სანატორიუმი არაზინდოს რეაბილიტაციაა და Rooms Hotel-ის ბრენდის ქვეშ განვითარება.

პროექტის ჯამური ღირებულება $14.45 მილიონს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი $5.85 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო DFC-სგან, ფინანსური საკონსულტაციო კომპანია Wings&Freeman Capital-ის მხარდაჭერით $8.6 მილიონის გრძელვადიან სესხს აიღებს, იუწყება აჭარა ჯგუფი.

როგორც აღნიშნულია, საქართველოს დედაქალაქს გარეთ სასტუმროების მიმართულებით ეს DFC-ს პირველი ინვესტიციაა.

76 ოთახზე გათვლილი Rooms Hotel Abastumani სტუმრებს 2024 წლიდან მიიღებს. პროექტი 150-მდე სამუშაო ადგილს შექმნის.

You may also like

X
Skip to content