საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების ბაზარი აქტიურ ზრდას განაგრძობს, რაც ძირითადად ბიზნეს საკონსულტაციო სერვისებზე მზარდი მოთხოვნით არის განპირობებული. 2024 წლის შედეგები, რომელიც აუდიტორული ფირმების მთლიან შემოსავლებს ასახავს, ტოპ კომპანიების პოზიციებში მნიშვნელოვან ცვლილებებს აჩვენებს.
რეიტინგი ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) პორტალზე საჯაროდ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ფინანსურ მონაცემებს. წარმოდგენილი მონაცემები ასახავს სდპ სტატუსის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების შედეგებს 2024 წლისთვის.
აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ათეულის რეიტინგში, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანიები: ნექსია საქართველო და გრანთ თორნთონ წამყვან ადგილებს იკავებენ.
2024 წლის ათეული (შემოსავლების მიხედვით):
- შპს იუაი საქართველო- 27,164,408
- შპს ბიდიო საქართველო- 25,472,579
- შპს PWC საქართველო- 25,292,075
- შპს KPMG Georgia- 15,390,061
- შპს ნექსია საქართველო- 14,546,637
- შპს დელოიტი და ტუში- 9,308,305
- შპს გრანთ თორნთონ- 5,494,493
- შპს არესემ საქართველო- 4,531,436
- შპს მოორ ეიბისი- 3,725,913
- შპს ბეიკერ ტილი ჯორჯია- 2,958,324
„ნექსია საქართველოს“ მყარი პოზიცია ხუთეულში
მე-5 ადგილზე მოხვდა „ნექსია საქართველო“, რომელმაც გაიმყარა თავისი პოზიცია რეიტინგში. შთამბეჭდავი 19.21%-იანი შემოსავლების ზრდა, რაც 14,546,637 ლარს შეადგენს (2023 წლის 12,202,942 ლართან შედარებით), ხაზს უსვამს „ნექსიას“ მდგრადობას. „ნექსია საქართველოს“ მიერ ხუთეულში ადგილის გამყარება მის სტრატეგიულ სიძლიერესა და ბაზარზე ეფექტურ ოპერირებაზე მეტყველებს.
„გრანთ თორნთონის“ წინსვლა და მდგრადი განვითარება
აუდიტორული ფირმების ათეულში „გრანთ თორნთონი“ წინა წელთან შედარებით დაწინაურდა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. კომპანიის შემოსავლების 11.85%-იანი ზრდა, რომელიც 2023 წლის 4,912,316 ლარიდან 2024 წელს 5,494,493 ლარამდე გაიზარდა, ნათლად მეტყველებს მის სტაბილურ და პროგრესულ განვითარებაზე ბაზარზე. ეს წინსვლა ადასტურებს „გრანთ თორნთონის“ უნარს, გააუმჯობესოს თავისი პოზიცია ტოპ-10-ში, მიუხედავად მაღალი კონკურენციისა. კომპანიის მდგრადი ზრდა მისი ეფექტური მართვისა და კლიენტების მხრიდან ნდობის მაჩვენებელია.
2025 წლის სრული მონაცემები ხელმისაწვდომი 2026 წელს გახდება.
