გლობალური ღონისძიება Falling Walls Lab იწვევს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს საქართველოდან, რომლებსაც აქვთ ინოვაციური იდეები, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
Pitch Event-ში, რომელიც გაიმართება 2024 წლის 21 ივნისს 19:00 საათზე “ფაბრიკაში”, მონაწილეობის მსურველებმა, 2024 წლის 2 ივნისის ჩათვლით განაცხადი უნდა გააკეთონ ამ ბმულზე.
💥 საუკეთესო სამეცნიერო იდეა, რომელიც მოწვეული ჟიურის მიერ აღიარებული იქნება, როგორც დადებითი ზემოქმედების მქონე მეცნიერებასა და საზოგადოებაზე, მიიღებს 7 ნოემბერს ბერლინში Falling Walls Science Summit-ის გლობალურ ფინალში მონაწილეობის შესაძლებლობას. 🇩🇪
ამ გლობალური ღონისძიების ადგილობრივი ორგანიზატორები და პარტნიორები არიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, DAAD საქართველო და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში.
ჟიურის წევრად მიწვეულია გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) დირექტორი, ბ-ნი თომას კიმესვენგერი, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს პრეზენტაციების შეფასებასა და გამარჯვებულის არჩევაში.