გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, კომპანია Gvinadze & Partners, ცნობილია პროფესიონალიზმითა და სანდოობით არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც: Gvinadze & Partners-ის პარტნიორი სოფო ფანჯიკიძე კვლავ აირჩიეს ჰარვარდის სამართლის სკოლის ევროპის ასოციაციის (HLSAE) მმართველი საბჭოს წევრად.
ასოციაციის ახალი მმართველი საბჭოს შემადგენლობა ცნობილი გახდა 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ვილნიუსში გამართული წლიური შეხვედრის ფარგლებში. ღონისძიებამ ასევე ასოციაციის დაარსებიდან 60 წლის იუბილე აღნიშნა.
HLSAE ჰარვარდის სამართლის სკოლის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე აქტიური კურსდამთავრებულთა ორგანიზაციაა მსოფლიოში. ასოციაცია აერთიანებს ევროპის კონტინენტზე 2,000-ზე მეტ წევრს და ხელს უწყობს პროფესიულ ურთიერთობებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას სამართლის სფეროში.
Gvinadze & Partners არის ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული ფირმა საქართველოში, რომელსაც გააჩნია 30 წლიანი გამოცდილება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კომპანიების სამართლებრივ მხარდაჭერაში.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
