Startseite » news_ge » Gvinadze & Partners კონსულტაციას უწევს კრედიტორს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების 150 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების პროექტში

Gvinadze & Partners კონსულტაციას უწევს კრედიტორს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების 150 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების პროექტში

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ Gvinadze & Partners იმოქმედა კრედიტორის ქართული სამართლის მრჩევლის როლში 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების ფარგლებში, რომელიც TAV Georgia-სთვის (Groupe ADP-ის წევრი კომპანია) გაიცა. აღნიშნული დაფინანსება ემსახურება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მომდევნო ეტაპს და მოიცავს მასშტაბურ გაფართოების პროგრამას, რომლის შედეგად აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. ტრანზაქცია ასევე ითვალისწინებს TAV Georgia- კონცესიის ვადის გახანგრძლივებას 2031 წლამდე.

აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს და ხელს უწყობს თბილისის პოზიციის გაძლიერებას, როგორც რეგიონული ავიაციური ჰაბის.

ტრანზაქციაზე მომუშავე გუნდს ხელმძღვანელობდა პარტნიორი სოფი ფანჯიკიძე, გუნდში ასევე მონაწილეობდნენ უფროსი იურისტი ნინო გობეჯიშვილი და იურისტები თეკლა მეგრელი და ნინო კარალაშვილი. კომპანია აფასებს ყველა ჩართული მხარისა და მათი სამართლებრივი მრჩევლების ეფექტურ თანამშრომლობას ამ ტრანზაქციის ფარგლებში.

Gvinadze & Partners წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ბიზნესიურიდიულ ფირმას საქართველოში, რომელსაც აქვს 30 წელზე მეტი გამოცდილება ბიზნესისა და ინვესტიციების სამართლებრივ მხარდაჭერაში. ფირმა ფართოდ არის აღიარებული მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურებით ყველა ძირითად პრაქტიკულ მიმართულებაში, განსაკუთრებით საბანკო და საფინანსო სამართალში.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X
Skip to content