Startseite » news_ge » Nexia Georgia-მ წლის კომპანიის ჯილდო მეორედ მოიპოვა

Nexia Georgia-მ წლის კომპანიის ჯილდო მეორედ მოიპოვა

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV)  წევრმა Nexia Georgia-მ, ქსელის საერთაშორისო კონფერენციაზე, 800-მდე ოფისს შორის, წლის კომპანიის / The Firm of the Year” პრესტიჟული ჯილდო მიიღო.  ქართული ოფისი ერთადერთი ფირმაა ქსელში, რომელმაც ღონისძიების მთავარი ჯილდო მეორედ მოიპოვა.

ამ აღიარებით, ხაზი გაესვა არა მხოლოდ Nexia Georgia-ს წარმატებით პოზიციონირებას ქართულ ბაზარზე, არამედ ასევე, იმ ფაქტს, რომ კომპანიას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქსელის განვითარებაში და მუდმივად ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის.

„ჩვენი წარმატება ემყარება ინოვაციებს, ნდობასა და პარტნიორობას. ვაგრძელებთ განვითარებას და ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით, ყოველთვის ვუპასუხოთ ჩვენი ქსელის მთავარ გზავნილს “Moving Forward/ წინსვლა”. – დავით ლომიძე

აქტუალურად ნექსიაში დასაქმებულია 250 თანამშრომელი. ახალ ოფისში, ნექსიას აკადემიის სივრცე აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით, რაც ინტერაქტიული სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობასა და ზოგადად, სამუშაო პროცესის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმართვას უზრუნველყოფს.

You may also like

X