fbpx
Startseite » news_ge » ქონების გადასახადთან დაკავშირებული მოთხოვნები საქართველოში

ქონების გადასახადთან დაკავშირებული მოთხოვნები საქართველოში

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, გრანთ თორნთონი, აქვეყნებს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ქონების გადასახადისა და ქონების დეკლარაციის შესახებ:

2024 წლის 1 ნოემბერამდე ქონების დეკლარაციის წარდგენა და შესაბამისი ქონების გადასახადის გადახდა არაუგვიანეს 2024 წლის 15 ნოემბრისა უწევს შემდეგ პირებს:

საქართველოს რეზიდენტი, როგორც მოქალაქე ისე არა მოაქალაქე პირის შემთხვევაში ქონების გადასახადს იხდის იმ შემთხვევაში თუ:

• საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს მიწას მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა. იმ შემთხვევაშიც თუ შემოსავალი ნულის ტოლია და ფლობს მიწას უნდა გადაიხადოს მიწაზე გადასახადი.

• მისმა და მისი ოჯახის წევრების შემოსავალმა რომელიც შედგება როგორც საქართველოში არსებული წყაროდან ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალისგან და გადააჭარბა 40 000 ლარს და ამასთან ფლობს დასაბეგრ ქონებას საქართველო ტერიტორიაზე (დასაბეგრი ქონების ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ ქვემოთ) აქვს ვალდებულება წარადგინოს ქონების დეკლარაცია და გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.

საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტი პირის შემთხვევაში ქონების გადასახადს იხდის იმ შემთხვევაში თუ:

• საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს მიწას მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა. იმ შემთხვევაშიც თუ შემოსავალი ნულის ტოლია და ფლობს მიწას უნდა გადაიხადოს მიწაზე გადასახადი.
• მისმა და მისი ოჯახის წევრების შემოსავალმა რომელიც შედგება მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალიდან და გადააჭარბა 40 000 ლარს და ამასთან ერთად ფლობს დასაბეგრ ქონებას საქართველოს ტერიტორიაზე (დასაბეგრი ქონების ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ ქვემოთ) აქვს ვალდებულება წარადგინოს ქონების დეკლარაცია და გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.

საქართველოს მოქალაქეობის არმქონე არარეზიდენტი პირის შემთხვევაში ქონების გადასახადს იხდის იმ შემთხვევაში თუ:

• საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს მიწას მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა. იმ შემთხვევაშიც თუ შემოსავალი ნულის ტოლია და ფლობს მიწას უნდა გადაიხადოს მიწაზე გადასახადი.
• მისმა და მისი ოჯახის წევრების შემოსავალმა რომელიც შედგება როგორც საქართველოში არსებული წყაროდან ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალისგან და გადააჭარბა 40 000 ლარს
და ამასთან ერთად ფლობს დასაბეგრ ქონებას საქართველოს ტერიტორიაზე (დასაბეგრი ქონების ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ ქვემოთ) აქვს ვალდებულება წარადგინოს ქონების დეკლარაცია და გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.

სამივე შემთხვევაში შემოსავლის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. დასაბეგრი ქონება უნდა იყოს ფიზიკური პირის ან/და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ხოლო დასაბეგრი მიწა უნდა იყოს ფიზიკური პირის ან/და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით.

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაში იგულისხმება შემდეგი:

• მის ან/და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მისი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და მსუბუქი ავტომობილები.

ფიზიკური პირის დასაბეგრი მიწა არის:

• მის ან/და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული მიწა;
• სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი (მაგალითად აქვს იჯარით აღებული)

შემოსავალში გაითვალისწინება შემდეგი სახის შემოსავლები:

• მიღებული ხელფასი ( დარიცხული)
• ხელფასთან გათანაბრებული სარგებელი გარდა, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი.
• ნებისმიერი შემოსავალი

შემოსავალში არ გაითვალისწინება შემდეგი სახის შემოსავლები:

• ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება
• ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.

დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავალი- 0.05 პროცენტიდან 0.2 პროცენტამდე.
ბ) 100 000 ლარი ან მეტი შემოსავალი – 0.8 პროცენტიდან და 1 პროცენტამდე.

მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და ასევე დამოკიდებულია მიწის ტიპზე.(სასოფლო, არა-სასოფლო, საძოვარი და ა.შ.)

შენიშვა: გადასახადის განაკვეთის მითითებას და გაანგარიშებას პროგრამა განახორციელებს ავტომატურად მთავარია დეკლარაციაში სწორად იქნეს მითითებული პირის და მისი ოჯახის შემოსავლის ოდენობა და ასევე პირის და მისი ჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონება და მისი საბაზრო ფასი.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X