Startseite » news_ge » Rödl & Partner Forum Global 2025 -ზე: გლობალური ხედვები და პრაქტიკული ინიციატივები

Rödl & Partner Forum Global 2025 -ზე: გლობალური ხედვები და პრაქტიკული ინიციატივები

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ Rödl & Partner-მა 26-ე Forum Global-ზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო ბიზნეს თანამშრომლობის გაღრმავებაში. ფორუმი, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნიდან 550-მდე მონაწილე ესწრებოდა, ერთგვარ საკვანძო პლატფორმად იქცა, სადაც განხილულ იქნა თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევები და მათი გავლენა ეკონომიკაზე, ბიზნესსა და პოლიტიკაზე.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ, დაესწრებოდნენ წამყვანი ექსპერტების გამოსვლებსა და ინტერაქტიულ დისკუსიებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ESG სტანდარტები და შესაბამისობის პოლიტიკა. საერთაშორისო ექსპერტებთან უშუალო დიალოგმა მონაწილეებს მისცა მრავალმხრივი ხედვა და პრაქტიკული გადაწყვეტის გზები გლობალური ბაზრისთვის.

Forum Global 2025 კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Rödl & Partner აქტიურად უწყობს ხელს ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარებას ქვეყნის საზღვრებს მიღმაც — რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ ბიზნეს საზოგადოებისთვის, რომელსაც სურს ინტეგრაცია და განვითარება მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X
Skip to content