გერმანული ეკონომიკის გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია ზედაზენი ოფიციალურად გახდა Heineken-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.
ამ პარტნიორობით ქართული ლუდის მწარმოებელი კომპანია მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს საერთაშორისო განვითარებისკენ და ამყარებს საკუთარ პოზიციას პრემიუმ-სეგმენტში..
2025 წლის 1 ივლისიდან ზედაზენი იწყებს Heineken, Amstel და Krusovice-ის საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის პოზიციონირების გაძლიერებას მაღალ სეგმენტში, ისე ქართველი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის საერთაშორისო ლუდის უკეთ ხელმისაწვდომობას.
Heineken მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოირჩევა გემოსი, ხარისხის და სანდოობის მაღალი სტანდარტებით – და საქართველოშიც ერთ-ერთ ეტალონურ ბრენდად ითვლება.
ეს პარტნიორობა ზედაზენისთვის ახალი ზრდის ეტაპის დასაწყისს წარმოადგენს.
