გერმანული ეკონომიკის გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, Bank of Georgia, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვან პროექტებს – მათ შორის, ქ. თბილისში ახალი ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობას.
Bank of Georgia-მ სრულად დააფინანსა ULC Terminal-ის ახალი ლოჯისტიკური კომპლექსის მშენებლობა, რომლის საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა განთავსებულია სამჰექტარიან ტერიტორიაზე და აერთიანებს საბაჟო საწყობს, საოფისე, სავაჭრო და ადმინისტრაციულ შენობებს ერთ ლოკაციაზე.
ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტურ ლოჯისტიკურ მომსახურებას – პროდუქციის მიღებიდან მის შემდგომ ტრანსპორტირებამდე. პროექტის მიზანია ყველა საბაჟო სერვისი ერთ სივრცეში მოქცეს და იმპორტიორებისა და საერთაშორისო გადამზიდავებისთვის პროცედურები გაამარტივოს.
ყველა ოპერაცია შესრულებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რაც უწყვეტი და გამჭვირვალე ლოჯისტიკური პროცესის გარანტიას იძლევა. გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია დამატებით 10,000 მ² საწყობის ფართობის დამატება.
ამ პროექტით Bank of Georgia ხელს უწყობს ლოჯისტიკური სექტორის თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
