Startseite » news_ge » არ გადაყარო, ჩააბარე!“– Tegeta-ს ინიციატივა ქუთაისში

არ გადაყარო, ჩააბარე!”– Tegeta-ს ინიციატივა ქუთაისში

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, თეგეტა მოტორსი ცნობილია გარემოსდაცვითი ინიციატივებით. კომპანია სხვადასხვა პროექტებით, რეგულარულად უწყობს ხელს ავტომობილების სფეროში მდგრად განვითარებას – ამ მიზნით, კომპანიამ  პროექტი ქ. ქუთაისში წამოიწყო.

2025 წლის 8 ივნისს, მსოფლიო გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავად, კომპანიამ თეგეტა გრინ პლანეტის მხარდაჭერით ჩაატარა აქცია სლოგანით, არ გადაყარო, ჩააბარე!”
თეგეტას ნიკეას ქუჩაზე მდებარე ფილიალში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მეორადი საავტომობილო პროდუქტები (აკუმულატორები, ზეთები, საბურავები) ჩაებარებინათ, რის სანაცვლოდაც, მათთვის სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები მომზადდა.

პროექტის მიზანი იყო საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ავტონარჩენების სწორად გადამუშავება. თეგეტა მოტორსი  წლების განმავლობაში აქტიურად უწყობს ხელს ტექნიკური ნარჩენების გადამუშავებას და თანამედროვე ეკოლოგიური სტანდარტების დანერგვას საქართველოს საავტომობილო სექტორში.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X
Skip to content