fbpx
Startseite » news_ge » ასორტი ვერე

გამორჩეული ტკბილეულის მრავალფეროვანი არჩევანი, საუცხოო დიზაინის სადღესასწაულო ტორტები, გემრიელი საბავშვო ნუგბარი – უმაღლესი ხარისხის ნედლეულზე დამზადებული ასორტიმენტი – ეს ყველაფერი ერთი დიდი სახელის, „ასორტი“-ს ქვეშ ერთიანდება.

წვეულებებს, დაბადების დღეებსა თუ კორპორატიულ საღამოებს აუცილებლად გამორჩეული დიზაინისა და დაუვიწყარი გემოს ტორტი უნდა ამშვენებდეს. „ასორტი“-ს წარმოებაში იხილავთ მარციპანის ტორტებს საყვარელი პერსონაჟებით, ხელით შექმნილ ზღაპრულ ქალაქებს, საშობაო სოფელს, ციხე-კოშკებს – აქ უსაზღვრო ფანტაზია ხელშესახები ხდება და იქმნება ნამდვილი დღესასწაულები. არანაკლებ გამორჩეული და დასამახსოვრებელია ასორტის საქორწილო ტორტების საუცხოო ვიზუალი, ხელნაკეთი ყვავილები (დეტალები), გამორჩეული გემო, ბროლის განათების მაგიდები.

ბუფეტი ყველა ტიპის ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ქეითერინგის მომსახურებას. კრეატიულობა, ინდივიდუალური თემატური დეკორაციები, განსაკუთრებულ არომატებთან ერთად, დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის.

სწორედ შერჩეული სპეციფიკით, „ასორტი“-ს გუნდი, ნებისმიერ ღონისძიებას სრულყოფილს გახდის.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X