აჭარა ჯგუფმა თანამშრომლების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რომლებიც პანდემიამდე ჯგუფის რესტორნებსა და სასტუმროებში მუშაობდნენ, შეიმუშავა დასაქმების ალტერნატიული პროგრამა აჭარა ჯგუფის უმსხვილესი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტ “უდაბნოს” ფარგლებში.
აღნიშნული ინიციატივა კომპანიის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ აგროსამეწარმეო საქმიანობასა და მეცხოველეობის განვითარებაში.
პროექტი “უდაბნო” 5000 ჰექტარ მიწას ამუშავებს კახეთში, კერძოდ საგარეჯოში. ამ ეტაპზე, უკვე 2000 ჰექტარზე გაშენებულია ნუშის ბაღები, კენკროვანი სხვა და სხვა ჯიშები და ყურძნის უნიკალური სახეობები. ხოლო, მეცხოველეობის გასავითარებლად ჩამოყვანილი იქნა ხმელთაშუაზღვის კამეჩები, ალპური თხები და ქათმები.