Startseite » news_ge » ბოლო 3 წელიწადში შუა დერეფანში მატარებლების რაოდენობა გაორმაგდა

ბოლო 3 წელიწადში შუა დერეფანში მატარებლების რაოდენობა გაორმაგდა

by DWV Admin

შუა დერეფანში 2013 წლიდან დღემდე, ჩინეთიდან ევროპაში 20.000 საკონტეინერო მატარებელმა გაიარა – იუწყება Trend.

ეს სატრანზიტო დერეფანი 10 000-დან 20 000-მდე მატარებელმა 3 წელიწადში გაიარა. 2013 წლიდან 2022 წლამდე შუა დერეფანს 10. 000-მა სატვირთო მატარებელი ჰყავდა გატარებული. ამჟამად ექსპრეს ხაზზე 73 მარშრუტი ფუნქციონირებს, რომელიც 70 ლოგისტიკურ კვანძს 10-ზე მეტ ქვეყანაში აერთიანებს, მათ შორის გერმანიასა და პოლონეთში. ეს მარშრუტი მოიცავს 60 ქალაქსა და ჩინეთის 24 პროვინციას.

შუა დერეფანი წარმოადგენს სატრანსპორტო-სავაჭრო მარშრუტს, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის რამდენიმე ქვეყნის გავლით აკავშირებს. ის ტრადიციული ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივაა. შუა დერეფანი ჩინეთიდან იწყება და ცენტრალური აზიის – ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის გავლით, კასპიის ზღვით აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს უკავშირდება, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი ევროპაა.

You may also like

X
Skip to content