fbpx
Startseite » news_ge » გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ერთი ღამით შემსუბუქდება

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ერთი ღამით შემსუბუქდება

by Salome Mumladze

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1-ელი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს. აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.

“მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X