339
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სავარაუდოდ, გაზაფხულზე ვიზეარი საქართველოში ბაზას აღადგენს.
ნათია თურნავას თქმით, საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენებისა და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს ოპტიმისტურად აფასებენ. საერთაშორისო რეისების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად. ავიაკომპანიებს ბევრ ქვეყანაში მოუწიათ ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა. საქართველოში ეს იყო კოვიდპანდემიით გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება და დიდი ალბათობით ავიაკომპანია ვიზეარის ბაზა გაზაფხულზე აღდგება.